Wednesday, June 3, 2009

down syndrome


დაუნის სინდრომი (ინგლ. Down syndrome) — ქრომოსომული პათოლოგიის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ქარიოტიპი წარმოდგენილია 47 ქრომოსომით 46-ის ნაცვლად, ამასთან 21-ე ქრომოსომი, ჩვეულებრივად ორის ნაცვლად, სამ ვარიანტში არსებობს. მთავარ კლინიკურ გამოვლინებად ითვლება ჩამორჩენილი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარება, დამახასიათებელი ცვლილება გარეგნობაში და შინაგანი ორგანოების ხშირი დარღვევები.

დაავადებამ სახელი ინგლისელი ექიმი ჯონ დაუნისგან მიიღო, რომელმაც ეს სინდრომი პირველად აღწერა 1866 წელს. კავშირი მძიმე დაბადებით მიღებულ სინდრომსა და ქრომოსომთა რაოდენობის ცვლილებას შორის მხოლოდ 1959 წელს გამოვლინდა ფრანგი გენეტიკოსი ჟერომ ლეჟენის მიერ. ეს ავადმყოფობა არ წარმოადგენს იშვიათ პათოლოგიას — საშუალოდ შეინიშნება ყოველ 700 ახალშობილში, თუმცა მისი ალბათობის დაყვანა ბოლო დროს 1x1100-მდე მოხერხდა. სინდრომი გოგონებში და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

Wednesday, May 27, 2009



გიორგი სააკაძე (1580-1629) სიაუშ სააკაძის ძე. მამამისი დელი სვიმონის თანამებრძოლი იყო. თვითონაც სვიმონის მერე მის ძეს გიორგის და შემდეგ ლუარსაბსაც გვერდით ედგა. ტაშისკარი განა ყრმა მეფემ მოიგო
ლურსაბმა მისი და მოიყვანა ცოლად. ისედაც, სააკაძეების წინსვლა აზნაურობიდან მოურავობამდე არც ერთ თავადს არ მოწონდა და ამან ყველაფერი გადაწყვიტა.
ლუარსაბი მალემრწმენი იყო... ადვილად დააჯერეს სააკაძის მოკვლის საჭიროებაში. ნადირობისას მოუნდომეს გიორგის მოკვლა, წავკისს. წინასწარ გააფრთხილეს გიორგი. . .
"ქართველებმა თავისი უდიდესი ხმალი უდიდეს მტერს თავად მიართვეს"

მერე იყო ინდოეთს ლაშქრობა, თურქეთტან ომი ერაყისთვის. აქაც გაიტქვა სახელი.
ამის პარალელურად ხდება კახეთის ოთხგზის მოოხრება. მიზეზი ბევრია მაგრამ თუკი ქვეყნის აშენება მეფის გენიას მიეწერება ხოლმე, დაქცევისას რად ვეძებთ რაღაც გარე ფაქტორს? ვერ ივარგა ვერც ლუარსაბმა და ვერც თეიმურაზმა.
მერე მოდის ხარებისთვის მზაობა. პაატას ბედიც მოკლედ გადაწყვიტა მამამ
აბასსაც აღარ მოწონდა სააკაძე, ყარჩიხა ხანს მის მოკვლას ავალებდა იმ 30 000 კაციანი მაყრიონით ალგეთს რო იდგა.
ყველამ ვიცით მარტყოფს მარაბდა მოყვა. აქაც არ დაუჯერეს სააკაძეს... ხოდა ალაფობამდე გადაწყდა ბრძOლის ბედი. მერე იყო ქსანი და არაგვი, 12 000 ყიზილბაშის გვამი...
მერე მოდის ტეიმურაზი და ჯდება ქართლ-კახეთის ტახტზე. გიორგი მესხეთს მიდის და იქ ეომება მტერს. ამასობაში კი თეიმურაზმა მოინდომა სააკაძის დასაჩუქრება და ხელმეორედ გადაგდება. გიორგიმ სპარსებს გამოგლიჯა მესხეთი და რო დაინახ ასეთი მადლიანობა მეფისა - თურქებს მიართვა ის. მერე მოდის ბაზალეთი. თეიმურაზმა ქართველები დაამარცხა. გიორგი 50 თანამებრძოლთან ერთად ხელმეორედ გაიქცა. თვითონაც გათათრდა მეორედ.
დიდხანს არ უომია მაინც თურქების მხარეს. მალევე მოინდომა უკან დაბრუნება. ღალატში დადო სულტნის ვეზირმა ბრალი. 1629 წელს შვილთან ავთანდილთან, და კიდე 40 ქართველთან ერთად თავი მოკვეთეს.

ამ კაცის ცხოვრება ათას აზრს გაგიჩენს და ასგზის შეგიცვლის მასზე წარმოდგენას.
ჩემთვის ის მაინც გმირია რომელიც ცუდ დროს მოხვდა.
მისი ცხოვრება ესა მაგალითი როგორ შეუძლია მეფეს ტავის ქვეყანას ტავისი უუნარობით ავნოს ...
მე ლუარსაბს და თეიმურაზს ულუ დავიტს შევადრებდი, სააკაძეს კი ჯაყელს.
ვინც იცით ულუს და ჯაყელის ურთიერთობის მბავი კარგად გამიგებს. მაგრამ მაინც ვიტყვი:
მონღოლ;ებთან აჯანყების შემდეგ მეფე და ერისთავი ურდოში ყაენს წარუდგა. ჯაყელმა დიბრალა მე ავიყოლიეო მეფე აჯანყებაზეო და თუკი მოკლვააა სასჯელი მე მომკალითო. მონღოლები ვაჟობას პატივს სცემდნენ და მეფეს მეფობა და ჯაყელს საატაბაგო დაუტოვეს. ერისმთავარი გვერდში ედგა ულუს მუდამ. მისი თანამებრძოლი იყო ეგვიპტესა თ ერაყში. მონღოლებმა ბრძოლებში უმეტესდ ჯაყელი დააჯილდოვეს ვიდრე დავითი. ისიც მალმრწმენი იყო. თბილისში მოსულმა ჯაყელის მოკვლა დააპირა. ჯაყელმა გაუგო...
მოკლედ ყველაფერი ისე დამთავრდა რომ სამცხე საათაბაგო ხასინჯუდ იქცა- ყაენის პირად სმმართველოდ. აქედან იწყება სამცხის დაკარგვა.
დავითმა არა მარეტო სამცხე არამედ უდიდესი მამულიშვილი დაკარგა ძალით.
ლუარსაბმა და თეიმურაზმაც თავისი ადგილი ვერ მიუჩIნეს სააკაძეს. სარდლობა იყო საკმარისი, მარამ ნათესვად გაიხდინეს.

თქვენ რას იტყვით.
ყველას ჩვენი აზრი გვქა. არამგონია ვინმემ აზრი შემაცვლევინოს ამიტომ ნურც ეცდებით და საუბარი იყოს კორექტული smile.gif